Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა მთავრობა ევროსაბჭოდან გააკრიტიკა


საქართველოს პოლიტიკური ძალები ძველი მენტალობით არიან შებოჭილები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა განმარტა, ახალი ხელისუფლება ძალიან ხშირად უმცირესობის ნებისმიერ აქტივობას პოლიტიკურ ელფერს აძლევს და ხშირად თავდასხმებიც ხდება. პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს თანამდებობიდან გადადგომას აიძულებს და მას ”მეცხრე არხთან” აერთიანებს, რომელიც მისი ოჯახის მფლობელობაშია.
მისივე თქმით, ახალი მთავრობა არ უნდა ეცადოს, რომ გადაშალოს ის, რაც გაკეთებული იყო, არამედ უნდა სცადოს, უფრო წინ წავიდეს და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს. "ჩვენი გადაწყვეტილება იყო, მოგვეშალა ნებისმიერი კომუნისტური მემკვიდრეობა, მაგრამ არის თუ არა გამართლებული დღეს სტალინის ძეგლების დაბრუნება, როგორც ეს ხდება ზოგიერთ რეგიონში, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით და სახელმწიფო თანხებით ფინანსდება", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG