Accessibility links

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს და რუსეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა დაგეგმილი არ არის


დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს და რუსეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა დაგეგმილი არ არის - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი დავოსში შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს და უკრაინის, შვეიცარიის და პოლონეთის პრეზიდენტებს. დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 23 იანვარს გაიხსნება, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დავოსში საქართველოს დელეგაცია ისაუბრებს ქვეყნის ახალი მთავრობის ხედვებსა და ეკონომიკის განვითარების გეგმებზე და პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზებს მონაწილეობას კერძო საინვესტიციო ფონდში, რომელსაც მთავრობა ქმნის. კვირიკაშვილის ცნობით, საქართველოს დელეგაცია ოფიციალურ და არაფორმალურ შეხვედრებს გამართავს დავოსის ფორუმის მონაწილე სახელმწიფოების მთავრობათა წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG