Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

300-ზე მეტ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საქართველოს რეგიონებში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა


300-ზე მეტ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საქართველოს რეგიონებში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა. ეს გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროცესი გაგრძელდება და დაახლოებით ერთ თვეში საცხოვრებელ ფართებს გაცილებით მეტი დევნილი დაიკანონებს. დარახველიძის განმარტებით, ფართების განაწილებაზე ზრუნავს სამინისტროში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის დევნილი ოჯახების სულადობას და დასაქმებას.
XS
SM
MD
LG