Accessibility links

logo-print

სააკაშვილი დაინტერსებულია „კოჰაბიტაციის შენარჩუნებაში“


ძალიან დიდი ინტერესი მაქვს იმისა, რომ შევინარჩუნოთ თანამშრომლობის ახალი მოდელი, რომელიც არის კოჰაბიტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "მე შემეძლო, რომ ხელი შემეშალა მთავრობის ჩამოყალიბებისთვის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ჩვენ მივეცით ახალ მთავარობას შესაძლებლობა, რომ მთლიანად თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე. ვთვლი, რომ ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, რადგან ახალი ხელისუფლება მთლიანად გრძნობს პასუხისმგებლობას, შედარებით შესუსტებული როლი აქვს პრეზიდენტს და ასეთი ნეიტრალური არბიტრის როლი სწორედ კონსტიტუციის საფუძველში დგას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართულ დებატებში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, პირველი ოქტომბერის შემდეგ მიიღო, როცა დაუყოვნებლივ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისთანავე მიიღო არჩევნების შედეგები. „თუმცა, მე ძალიან პესიმისტურად ვუყურებდი იმ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოდიოდა, მაგრამ ოპტიმისტურად ვუყურებდი საქართველოს მომავალს და ვიცოდი, რომ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს სწორი გამოცდილება, განვითარების სწორ გზაზე დადგეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG