Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ ფიცი დადო


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის კიბეებზე საზეიმო ფიცი დადო. პრეზიდენტის ინაუგურაციას დაახლოებით 800 ათასი ადამიანი ესწრებოდა. მეორე ვადით პრეზიდენტად არჩეულმა ბარაკ ობამამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის წინაშე ბიბლიაზე დაიფიცა. „მე, ბარაკ ჰუსეინ ობამა, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად ვუხელმძღვანელებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა მოვუარო, გავუფრთხილდე და დავიცვა აშშ-ის კონსტიტუცია. ღმერთი იყოს ჩემი შემწე!" ბარაკ ობამამდე ქვეყნის წინაშე ერთგულების ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ფიცის მიღების შემდეგ ბარაკ ობამამ წარმოთქვა ოცწუთიანი საზეიმო სიტყვა, რომელშიც აშშ-ს ტრადიციულ ფასეულობებზე, ადამიანის უფლებებზე და ასევე პრეზიდენტისეულ ზოგიერთ ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება.
XS
SM
MD
LG