Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირის განცხადებით, 37 უცხოელი დაიღუპა გაზის საწარმოში კრიზისის დროს


ალჟირის პრემიერ-მინისტრის, აბდელმალიკ სელალის განცხადებით, 37 უცხოელი დაიღუპა მძევლების აყვანით გამოწვეული კრიზისის დროს. ოთხი დღე გასტანა დაპირისპირებამ მას შემდეგ, რაც ექსტრემისტები თავს დაესხნენ ამენასის გაზის მომპოვებელ საწარმოს აღმოსავლეთ ალჟირში და დაატყვევეს ათობით ადამიანი, მათ შორის უცხოელები. სელალმა ორშაბათს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განახადა, რომ დაკარგულად ითვლება კიდევ შვიდი უცხოელი. სელალმა ისაუბრა თავდამსხმელების შესახებაც. მისი ინფორმაციით, 32 ექსტრემისტი, რომელიც ამენასის გაზის საწარმოზე იერიშში მონაწილეობდა, ალჟირის ტერიტორიაზე შევიდა მეზობელი მალიდან, სადაც ისლამისტ მეამბოხეებთან ბრძოლაში არიან ჩართული საფრანგეთის და მალის ჯარები. ამასთან, ექსტრემისტებს შორის იყვნენ ეგვიპტის, ნიგერის, მავრიტანიის, ტუნისის, მალის მოქალაქეები და, სულ ცოტა, ერთი კანადელი. ალჟირის პერმიერ-მინისტრის ცნობით, მოკლულია 29 და შეპყრობილია სამი ექსტრემისტი. უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, ალჟირის ჯარმა ბოლო მოუღო ამენასის გაზის საწარმოზე მძევლების აყვანით გამოწვეულ კრიზისს.
XS
SM
MD
LG