Accessibility links

logo-print

ქაბულში მსხვერპლი მოჰყვა საგზაო პოლიციის შტაბ-ბინაზე თავდასხმას


ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა ქაბულის საგზაო პოლიციის შტაბ-ბინაზე თავდასხმას. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით, ავღანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ორშაბათს მოწყობილ თავდასხმაში ხუთი მეამბოხე მონაწილეობდა. შეტაკება დაიწყო თვითმკვლელი თავდამსხმელების მიერ მოწყობილი რამდენიმე, როგორც ჩანს, კოორდინირებული აფეთქების შემდეგ. რამდენიმესაათიანი ბროძლის შემდეგ, უშიშროების ძალებმა მოკლეს საგზაო პოლიციის შენობაში შეჭრილი მეამბოხეები. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა სამი პოლიციელი, დაიჭრა 18 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. გასულ კვირაში ექვსმა თვითმკვლელმა ამფეთქებელმა მიიტანა იერიში ავღანეთის დაზვერვის სამსახურის შტაბბინაზე ქაბულში.
XS
SM
MD
LG