Accessibility links

ბან კი-მუნი და ლახდარ ბრაჰიმი აკრიტიკებენ ”გარე ძალებს” სირიის შეიარაღებისთვის


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა და საერთაშორისო წარმომადგენელმა სირიის საკითხში ლახდარ ბრაჰიმიმ ”გარე ძალები” გააკრიტიკეს სირიის მთავრობისა და მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდების გამო. მათი შეხვედრა ორშაბათს ნიუ იორკში შედგა. ბან კი-მუნსა და ლახდარ ბრაჰიმის კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებიათ. თუმცა, ცნობილია, რომ რუსეთი და ირანი იარაღს აწვდიან სირიის მთავრობას. სირიის მთავრობა კი კატარს, თურქეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს ადანაშაულებს სირიის ოპოზიციის შეიარაღებაში. რუსეთმა განაცხადა, რომ სამშაბათიდან დაიწყებს თავისი მოქალაქეების ნაწილის გაყვანას სირიიდან. ამავდროულად სირიელი აქტივისტები ავრცელებენ ცნობას, რომ ორშაბათს ჰამას პროვინციის ქალაქ სალმიეში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად დაახლოებით 30 ადამიანი (ძირითადად ასადის რეჟიმის მხარდამჭერები) დაიღუპა.
XS
SM
MD
LG