Accessibility links

logo-print

გაერო უმუშევრობის ზრდას პროგნოზირებს


გაეროს შრომის უწყება აცხადებს, რომ გლობალური ეკონომიკის კრიზისის გამო უმუშევრობის დონე კვლავ გაიზრდება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012 წელს უმუშევართა რაოდენობა 4 მილიონით გაიზარდა და 197 მილიონი შეადგინა. ანგარიშის ავტორთა პროგნოზით, 2013 წელს მოსალოდნელია უმუშევართა კიდევ 5,1 მილიონით ზრდა, 2014-ში კი - 3 მილიონით. უმუშევრობის გლობალურმა დონემ 2009 წელს 6,21%-ს მიაღწია, 2012-ში კი 5,93% იყო. მოელიან, რომ 2013 და 2014 წლებში 6,01%-ს მიაღწევს.
XS
SM
MD
LG