Accessibility links

logo-print

იაპონიის პრემიერ-მინისტრის წარგზავნილი ჩინეთში ჩავიდა


იაპონიის პრემიერ-მინისტრის წარგზავნილი ნაცუი იამაგუჩი პეკინში ჩავიდა. ჩინეთის მედიის თანახმად, მან იაპონიის პრემიერ-მინისტრის წერილი უნდა გადასცეს ჩინეთის მთავრობას. აზიის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სექტემბერში იაპონიის მთავრობის მიერ კერძო მფლობელებისგან სადაო დაუსახლებელი კუნძულების შეძენის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. კუნძულებზე პრეტენზიას ორივე ქვეყანა აცხადებს. ჩინეთმა რამდენჯერმე გაგზავნა გემები და თვითმფრინავები კუნძულების მიმდინარე წყლებსა და საჰაერო სივრცეში, რაც გამოწვევად იყო აღქმული იაპონიის მიერ. იაპონიის მიერ კუნძულების ყიდვამ ჩინეთში ანი-იაპონური ძალადობრივი გამოსვლები გამოიწვია.
XS
SM
MD
LG