Accessibility links

logo-print

ვანო მერაბიშვილი: საქართველო სერიოზული საბიუჯეტო კრიზისის წინაშეა


ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა კვლავ განაცხადა, რომ საქართველო სერიოზული საბიუჯეტო კრიზისის წინაშეა. დღეს გამართულ ბრიფინგზე მერაბიშვილმა წარადგინა პარტიის ექსპერტთა მიერ სხვადასხვა წყაროდან მიღებული მაჩვენებლები, რომელთა თანახმად, გასული 2 წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შემდეგ 2012 წლის ბოლოს კლებამ 2,3% შეადგინა. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის განცხადებითვე, შარშან დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის პირველი შემცირებაც და მინუს 1,5% შეადგინა. მერაბიშვილმა კატასტროფული უწოდა დამატებითი ღირებულების გადასახადის ბრუნვის და ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებსაც და კვლავ განაცხადა. რომ ბიზნესზე მიმდინარეობს ყოველდღიური და სისტემატური ზეწოლა. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის შეფასებით, მსგავსი კრიზისული ვითარება ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა და ეს რომ წინა ხელისუფლების დროს მომხდარიყო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა.
XS
SM
MD
LG