Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ექსტრემისტებს შორის მსხვერპლი მოჰყვა უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმებს


აღმოსავლეთ ავღანეთის პროვინცია ნურისტანის წარმომადგენლების განცხადებით, ათობით სავარაუდო ექსტრემისტი ემსხვერპლა შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმებს. ცნობაში ნახსენებია 30-ზე მეტი მსხვერპლი, მაგრამ ნათელი არ არის, რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. მსხვერპლს შორის, ამ წყაროს ცნობით, არიან თალიბანის ავღანელი და პაკისტანელი მებრძოლები. შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ კომენტარი ინციდენტის შესახებ ამ ცნობაზე.
XS
SM
MD
LG