Accessibility links

logo-print

ევო მორალესი: ჩავესს შინ დაბრუნება სურს


ბოლივიის პრეზიდენტმა, ევო მორალესმა განაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტი, უგო ჩავესი, რომელიც სამკურნალოდაა კუბაში, შინ დაბრუნებას აპირებს. მორალესმა ამის თაობაზე ბოლივიის პარლამენტარებს განუცხადა. მორალესმა თავისი წყაროები დაიმოწმა და განავრცო, რომ ჩავესი შეიძლება დაბრუნდეს შინ მალე და საერაშორისო დონის შეხვედრებში ჩაერთოს. 58 წლის ჩავესს კიბო სჭირს და ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გაუკეთდა ოპერაცია. ვენესუელაში ბჭობენ იმის თაობაზე, შეძლებს თუ არა ჩავესი დაუბრუნდეს სამუშაოს.
XS
SM
MD
LG