Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონს სურს ევროკავშირში წევრობის თაობაზე რეფერენდუმის გამართვა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი აცხადებს, რომ მისი მთავრობის ხელახალი არჩევის შემთხვევაში, ის 2017 წლის ბოლომდე გამართავს რეფერენდუმს ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობის თაობაზე. ბრიტანეთში არჩევნები 2015 წელს გაიმართება. ლონდონში სიტყვით გამოსვლისას კამერონმა თქვა, რომ ევროკავშირთან მიმართებით საზოგადოების იმედგაცრუებამ „ყველაზე მაღალ მწვერვალს“ მიაღწია. ის 27-წევრიან ბლოკში რეფორმების გატარების მოწოდებით გამოვიდა - მათ შორის დემოკრატიული ანგარიშვალდებულების გაზრდის და წევრი ქვეყნებისთვის უფლებამოსილებების დაბრუნების თაობაზე. კამერონის აზრით, იმისათვის, რომ კეთილდღეობას შეუწყოს ხელი და მოქალაქეების მხარდაჭერაც შეინარჩუნოს, ევროკავშირი უნდა შეიცვალოს. რეფერენდუმის შესახებ ეს საუბარი ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის დედაქალაქებში შეშფოთებას იწვევს. „აშშ აფასებს ძლიერ ბრიტანეთს ძლიერ ევროკავშირშიო“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასულ კვირაში.
XS
SM
MD
LG