Accessibility links

logo-print

ლავროვი: ასადის გადაყენების შესახებ მოთხოვნები აფერხებს სამშვიდობო ძალისხმევას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, სირიის ოპოზიციური ძალები აფერხებენ ქვეყანაში მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტის დასასრულებლად გატარებულ სამშვიდობო ძალისხმევას. მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლავროვმა თქვა, რომ მშვიდობის მიღწევის გზაზე მთავარ წინაღობას წარმოადგენს სირიის ოპოზიციის მოთხოვნა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზე. ამასთან, ლავროვის თქმით, სირიის ოპოზიციის ჯიუტ პოზიციაში წვლილი შეაქვთ „დასავლეთის და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანას“. ლავროვის თქმით, „მხოლოდ რუსეთი“ შეეცადა სირიის ოპოზიციის დაყოლიებას მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სირიის კონფლიქტთან მიმართებით მის ქვეყანას არ ამოძრავებს რაიმე გეოპოლიტიკური მიზანი. ლავროვის თქმით, მოსკოვი დაინტერესებულია „სიტუაციის სტაბილიზაციით, სისხლისღვრის შეჩერებით და სირიელი ხალხის სიცოცხლის გადარჩენით“.
XS
SM
MD
LG