Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუ ხელისუფლებას ინარჩუნებს, თუმცა ნაკლები მხარდაჭერით


ისრაელში სამშაბათს ჩატარებული არჩევნების ეგზიტ-პოლების შედეგების თანახმად, პრემიერ-მინისტრი ბანიამინ ნეთანიაჰუ ინარჩუნებს ხელისუფლებას - ოღონდ შედარებით სუსტი მანდატით. ისრაელის ტელეარხებით გადაცემული ეგზიტ-პოლების თანახმად, ნეთანიაჰუს მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ლიკუდის“ და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის ულტრანაციონალისტური ფრაქციის ალიანსი მხოლოდ 31 ადგილს იგებს. ეს 11 მანდატით ნაკლებია უწინდელ მაჩვენებელთან შედარებით - თუმცა მაინც ყველაზე დიდი მონაცემია, რომელიც რომელიმე ბლოკმა მოიპოვა 120 ადგილიან პარლამენტში. ნეთანიაჰუმ მხარდამჭერებს უთხრა, რომ ფართო კოალიციის ფორმირებას გეგმავს. ამასთან, ნეთანიაჰუს განცხადებით, მთავარ პრიორიტეტად დარჩება ის, რომ ირანს არ მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება. არჩევნების ოფიციალური წინასწარი მონაცემები დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG