Accessibility links

logo-print

თეირანი ჯაშუშობაში დადანაშაულებულ სლოვაკეთის მოქალაქესთან არ უშვებს დიპლომატებს


სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მის წარმომადგენლებს არ უშვებენ სლოვაკეთის მოქალაქესთან, რომელიც ირანმა დააკავა, აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ბორის განდელის თქმით, 26 წლის მატეი ვალუხის მონახულების მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოდ დასრულდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ 16 იანვარს გადასცა სიუჟეტი, რომელიც, ტელევიზიის მტკიცებით, ვალუხის „აღიარებას“ ასახავდა. სიუჟეტში, რომელსაც სახელად „მახეში გაბმული მონადირე“ ერქვა, ვალუხი ამბობდა, რომ ის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის მუშაობდა და ირანელების შესახებ საიდუმლო ინფორმაციას უგზავნიდა. სიუჟეტში არ ჩანდა, იყო თუ არა ვალუხი რაიმე სახის ზეწოლის ქვეშ ვიდეოაღიარების ჩაწერის დროს. ირანი ვალუხს ბრალად სდებს ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის შექმნას. გავრცელებული ცნობებით, ის ირანში გასულ ზაფხულს ჩავიდა, ტელეკომუნიკაციების სფეროში სამუშაოდ.
XS
SM
MD
LG