Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლდა


პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმების შემდეგ დაწერა ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის ბრძანება - ამის თაობაზე დღეს ჟურნალისტებს განუცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მანანა თოქმაჯიშვილმა. მისი ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო იმ მიზეზით, რომ თავდაცვის მინისტრს აქვს დიდი პასუხისმგებლობა, ქართული ჯარის მშენებლობა სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს და ამიტომ ორი პოზიციის შეთავსება რთული იქნებოდა. ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის თაობაზე პრემიერ-მინისტრის ბრძანება 21 იანვრითაა დათარიღებული და მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე იმავე დღეს გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG