Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია დავოსში გაემგზავრა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის


მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის დავოსში გაემგზავრა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი სიტყვით გამოვა სესიაზე "ახალი გამოწვევა ცენტრალური აზიისთვის" და ისაუბრებს ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციასა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე. დავოსში დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები რამდენიმე ქვეყნის ლიდერებთან და მსოფლიოში ცნობილი კომპანიების ხელმძღვანელებთან.
XS
SM
MD
LG