Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი: ალასანიას „პატარა შეცდომა მოუვიდა“


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ალასანიას „პატარა შეცდომა“ მოუვიდა, როცა საკუთარ გუნდთან დაიწყო პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის შესაძლო წამოყენების საკითხის განხილვა. „ის, ვთქვათ, ელემენტარული გაუფრთხილებლობა, რაც ირაკლიმ გამოიჩინა და შიგნით განიხილა და ვერ მოახერხა კოალიციასთან განხილვა და ჩემთან შეთანხმება - ეს გუნდით დაიწყო, გუნდმა ეს გაიტანა და სულ სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოთხშაბათს შვეიცარიაში, კურორტ დავოსში, სადაც იმყოფება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის თაობაზე პრემიერ-მინისტრის ბრძანება 21 იანვრით არის დათარიღებული.
XS
SM
MD
LG