Accessibility links

ობამა აპირებს გენერალ ალენის დასახელებას ევროპაში ნატოს მთავარსარდლად


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აპირებს გენერალ ჯონ ალენის დასახელებას ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდლად მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ გენერალ ალენს არ ჩაუდენია კანონდარღვევა ნაცნობ ქალთან, ჯილ კელისთან მიწერ-მოწერისას. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯეი კარნის განცხადებით, ადმინისტრაცია აპირებს, ბოლომდე მიიყვანოს გენერალ ალენის ნომინაციის პროცესი. ეს პროცესი შეჩერებული იყო, სანამ პენტაგონი აწარმოებდა გამოძიებას იმის დასადგენად, იყო თუ არა ალენის თანამდებობრივ პოზიციასთან შეუსაბამო ჯილ კელისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილები. კელის სახელი უკავშირდება სკანდალს, რომელმაც გენერალ დევიდ პეტრეუსს აიძულა, გადამდგარიყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პოსტიდან მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის ცოლს ღალატობდა თავისი ბიოგრაფიის ავტორ ქალთან. გენერალი ჯონ ალენი მომავალ თვეში ტოვებს ამჟამინდელ პოსტს - ავღანეთში კოალიციის ჯარების სარდლის თანამდებობას.
XS
SM
MD
LG