Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა იმუქრება რაკეტების გაშვებისა და ბირთვული გამოცდის გაგრძელებით


ჩრდილოეთი კორეის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ გააგრძელებს რაკეტების გაშვებასა და ბირთვულ გამოცდებს. ჩრდილოეთი კორეის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს ეროვნული თავდაცვის კომისიის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოცდები ”მიმართული იქნება ქვეყნის უცვლელი მტრის - აშშ-ის წინააღმდეგ”. ამ განცხადებას წინ უძღოდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღება, რომლითაც ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ სანქცია დაწესდა დეკემბერში რაკეტის გაშვების გამო. ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ ეს სამშვიდობო მისიით თანამგზავრის გაშვება იყო. აშშ კი თვლის, რომ ეს შორი რადიუსის რაკეტის ტექნოლოგიის გამოცდა იყო.
XS
SM
MD
LG