Accessibility links

logo-print

ანდების ყინულის საფარი 30-50%-ით შემცირდა


კლიმატის ცვლილების შედეგად, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე ანდების ყინულოვანი საფარი 1970 წლიდან დღემდე 30-50%-ით შემცირდა. ახალი კვლევის თანახმად, ანდების ყინულოვანი საფარი ბოლო 300 წელზე მეტი ხნის პერიოდში ყველაზე სწრაფად მცირდება. კვლევის ავტორი ანტუან რაბატელი დნობის სისწრაფეს ”უპრეცედენტოდ” აფასებს. მკვლევრები ამბობენ, რომ გლობალური დათბობის ფონზე ანდების ქვედა ზონებში არსებული ყინულის საფარი, რომელიც მტკნარი წყლის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს, მთლიანად გაქრება. ანდების ყინული სამხრეთი ამერიკის ათობით მილიონი მცხოვრებისთვის წარმოადგენს სასმელი წყლის სასიცოცხლო წყაროს. კვლევა ჟურნალ ”კრიოსფეროში” გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG