Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პოლიცია ქალაქ ისმაილის აკონტროლებს არეულობის შემდეგ


აზერბაიჯანის პოლიცია ქალაქ ისმაილის აკონტროლებს მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ძალადობაში გადაიზარდა საპროტესტო აქცია რაიონის გუბერნატორის გადაყენების მოთხოვნით. დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს მის რეზიდენციას, ავტომანქანებს და ერთ-ერთ სასტუმროს. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად. აზერბაიჯანში ჩვენი რადიოს კორესპონდენტების ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება უგულებელყოფდა მოსახლეობის მოთხოვნას, დაეხურათ სასტუმრო, რახან მას მოსახლეობაში ბორდელად მიიჩნევდნენ. როგორც იუწყებიან, არეულობა მოჰყვა ავტოავარიას, რომელშიც სასტუმროს მეპატრონე იყო გახვეული. ჩვენი რადიოს კორესპონდენტები ადგილობრივი პოლიციის უფროსისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დაკავებულია საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე. ისმაილი ბაქოდან ჩრდილოდასავლეთით, 150-მდე კილომეტრში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG