Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალ კვირში გაირკვევა ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი დირექტორის ვინაობა


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ დაადასტურა, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორმა დავით საყვარელიძემ თანამდებობა დატოვა. ოდიშარიას თქმით, სამინისტრომ საყვარელიძეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა შესთავაზა, რაზეც მან უარი თქვა. კულტურის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი დირექტორის ვინაობა მომავალი კვირის სამშაბათს გაირკვევა. დღესვე გურამ ოდიშარიამ დაადასტურა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა რუსთაველის თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამაც. ”ჩვენ თეატრის განვითარების მომხრენი ვართ, უბრალოდ ვერ მოხდა რობერტ სტურუასა და ზაალ ჩიქობავას შეთანხმება”, - განაცხადა კულტურის მინისტრმა. გურამ ოდიშარიას თქმით, სავარაუდოდ, რუსთაველის თეატრის მმართველის თანამდებობასაც მისი მთავარი რეჟისორი რობერტ სტურუა დაიკავებს.
XS
SM
MD
LG