Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პოლიციამ დაშალა საპროტესტო აქცია ქალაქ ისმაილიში


აზერბაიჯანის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ქალაქ ისმაილიში საპროტესტო აქციის დასაშლელად. ცენტრალურ აზერბაიჯანში მდებარე ისმაილიში აქციები განახლდა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ძალადობაში გადაიზარდა დემონსტრაცია რაიონის გუბერნატორის, ნიზამი ალეკბეროვის გადაყენების მოთხოვნით. დემონსტრანტები, რომელთაგან ზოგი ქვებს ისროდა, გუბერნატორის გადადგომასთან ერთად მოითხოვენ საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებული ათობით ადამიანის გათავისუფლებას. აზერბაიჯანში ჩვენი რადიოს კორესპონდენტების ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება უგულებელყოფდა მოსახლეობის მოთხოვნას, დაეხურათ ერთ-ერთი სასტუმრო, რახან მას მოსახლეობაში ბორდელად მიიჩნევდნენ. როგორც იუწყებიან, არეულობა მოჰყვა ავტოავარიას, რომელშიც სასტუმროს მეპატრონე იყო გახვეული. არეულობის დროს დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს სასტუმროს, გუბერნატორის რეზიდენციას და რამდენიმე ავტომანქანას.
XS
SM
MD
LG