Accessibility links

logo-print

დააკავეს მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, ცეზარ ჩოჩელი


საქართველოში დააკავეს მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, ცეზარ ჩოჩელი, რომელსაც ბრალად ედება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. ამავე განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ გუბერნატორად მუშაობის პერიოდში, ცეზარ ჩოჩელი უკანონოდ მონაწილეობდა შპს „ნიუ ენერჯი“-ს საქმიანობაში - კერძოდ, კომპანიას ეხმარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში და სანაცვლოდ უკანონოდ იღებდა დიდი ოდენობით შემოსავლებს.
XS
SM
MD
LG