Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფანჯიკიძე ადასტურებს საქართველოსა და რუსეთის პრემიერების შეხვედრის ფაქტს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ადასტურებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და მისი რუსი კოლეგის არაოფიციალურ გარემოში შეხვედრის ფაქტს. შვეიცარიის კურორტ დავოსში, სადაც საქართველოს დელეგაცია იმყოფება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით, ფანჯიკიძემ ქართული მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ივანიშვილი და მედვედევი ერთმანეთს ოთხშაბათს შეხვდნენ ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და მასპინძლის მიერ ორგანიზებულ სადილზე და რომ ამ შეხვედრას ყველა დელეგაციის პირველი პირები ესწრებოდნენ. ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ივანიშვილის შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG