Accessibility links

ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა


ავღანეთში სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას და დაჭრილთა გვარებს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ერეკლე ხარშილაძეს და უმცროს სერჟანტ იაგო კაკულიას პატრულირებისას მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა. შედეგად ორივე მსუბუქად დაშავდა. ამჟამად ისინი მკურნალობას გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გადიან. უფრო მძიმეა ნაღმზე აფეთქებული რიგითი გურამ ჩიმახიძის მდგომარეობა. თუმცა, სამხედრო უწყების ინფორმაციაში არ არის მითითებულია, თუ როდის მოხდა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმა.
XS
SM
MD
LG