Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერიმ აშშ-ის საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა


„აშშ-ის საგარეო პოლიტიკა აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ უპილოტო თვითმფრინავებზე და სამხედრო ძალების გადასროლაზე“, - განაცხადა სენატორმა ჯონ კერიმ, რომელიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კანდიდატად დაასახელა. კერიმ, რომელიც სენატის საერთაშორისო კომიტეტის წევრებს შეხვდა, გამოთქვა იმედი, რომ ირანთან დაპირისპირება ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის გამო, შესაძლოა დიპლომატიის გზით გადაიჭრეს. თუმცა, იმასაც გაუსვა ხაზი, რომ აშშ-ის პოლიტიკა „პრევენციაზე“ იქნება დამყარებული და არა „შეკავებაზე“. ჯონ კერის თქმით, აშშ-მა უნდა გამონახოს ფინანსები მსოფლიოში მისი წამყვანი როლის გასაძლიერებლად.
XS
SM
MD
LG