Accessibility links

logo-print

მიკროავტობუსების მძღოლები ჯერჯერობით არ აპირებენ გაფიცვის შეწყვეტას


თბილისში მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა გრძელდება. გაფიცულები მოითხოვენ დღიური გადასახადის შემცირებას და მათთვის ინდმეწარმის სტატუსის გაუქმებას. 17 საათზე მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას თბილისის საკრებულოს შენობასთან გამართავენ და დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახურის უფროსსა და კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელებთან შეხვედრას მოითხოვენ. მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებიც თბილისის მცხოვრებთ გადაადგილების პრობლემის შექმნის გამო ბოდიშს უხდიან, გაფიცვის შეწყვეტას ჯერჯერობით არ აპირებენ.
XS
SM
MD
LG