Accessibility links

logo-print

შალვა ნათელაშვილი: ლეიბორისტული პარტია უბრუნდება აქტიურ პოლიტიკას


საქართველოს ლეიბორისტული პარტია 100-დღიან მორატორიუმს ასრულებს და აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება - ამის შესახებ დღეს განაცხადა პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. მისი შეფასებით, ბოლო თვეების ერთადერთი დადებითი მოვლენა ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა იყო, თუმცა, თავად არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. "ჩვენ პატივს ვცემთ ხალხის საარჩევნო გადაწყვეტილებას, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთახმებით, რადგან 1 ოქტომბერს სცენაზე მხოლოდ დეკორაციები შეიცვალა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა კი რჩება იგივე", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ლეიბორისტთა ლიდერი კვლავ მიიჩნევს, რომ ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის მოხდა გარიგება, რასაც ნათელაშვილის თქმით, ისიც ადსტურებს, რომ პრემიერმა ივანიშვილმა უარი თქვა დაეწყო პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი-ივანიშვილის ალიანსის მიზანი იყო არ დაეშვა ხელისუფლებაში ლეიბორისტული პარტიის მოსვლა.
XS
SM
MD
LG