Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ვაჰაგან ჩახალიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას


”საქართველოს სახელმწიფოს მტერი, კრიმინალი ვაჰაგან ჩახალიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს სომხეთის პატრიარქის გარეგინ მეორის თხოვნით, რომლითაც მან მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს”, - ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების გამო ვერ გაექცევა მძიმე პასუხისმგებლობას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე. ”მან დაუშვა მძიმე გადაცდომა, რომელიც ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ქართველ ერს, საქართველოს სახელმწიფოებრიობას უახლოესი კვირების, თვეების და წლების განმავლობაში”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მან ჩახალიანს უწოდა ”რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირი რეზიდენტი,” რომელმაც ახალქალაქში დაარბია ”ქართული ეკლესიის ეპარქია, ქართული უნივერსიტეტი, ქართული გამგეობა და ქართული პოლიცია” და ეწინააღმდეგებოდა ახალქალაქიდან რუსული ბაზის გასვლას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩახალიანი ”ვლადისლავ არძინბას მასშტაბის კრიმინალი და დამნაშავეა.” ვაჰაგან ჩახალიანი, რომელიც 2008 წელს დააკავეს და10 წლით პატირმობა მიუსაჯეს რამდენიმე, მათ შორის იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ორგანიზებულ არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით, ამნისტიის შედეგად პატიმრობიდან 24 იანვარს გათავისუფლდა.
XS
SM
MD
LG