Accessibility links

logo-print

ავღანეთში თვითმკვლელი ნატოს ბადრაგს დაესხა თავს


ავღანეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, მანქანაში მჯდომმა თვითმკვლელმა მოიერიშემ ხუთი სამოქალაქო პირი მოკლა და კიდევ სულ მცირე 15 დაჭრა, აღმოსავლეთით მდებარე კაპისას პროვინციაში. თავდასხმა პარასკევს დილით, ბაზარში მოხდა. პოლიციის ცნობით, თვითმკვლელის სამიზნე ნატოს ბადრაგი იყო, რომელიც გადაურჩა თავდასხმას. აფეთქების შედეგად დაინგრა სახლი და დაიღუპნენ შიგნით მყოფი ადამიანები. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმის შედეგად ნატოს არც ერთი სამხედრო არ დაღუპულა და არ დაჭრილა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG