Accessibility links

logo-print

რუსეთის დუმამ მოზარდათა შორის "ჰომოსექსუალობის პროპაგანდის" აკრძალვის კანონი დაამტკიცა


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი წაკითხვით დაამტკიცა კანონი, რომელიც მოზარდათა შორის "ჰომოსექსუალობის პროპაგანდის" დასჯას გულისხმობს. კანონს მიემხრო 338 დეპუქტატი, წინააღმდეგი იყო ერთი, თავი ერთმა შეიკავა. ამ ფედერალური კანონით აიკრძალება გეი აღლუმები და მსგავსი გამოსვლები. მოსკოვში,პარლამენტის წინ, როცა დუმა კანონს განიხილავდა, დააკავეს სულ მცირე 20 აქტივისტი. ისინი სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვის მოთხოვნით მართავდნენ აქციას.
მოსკოვის პოლიციის ცნობით, დემონსტრაცია სანქციის გარეშე იმართებოდა და აქტივისტები ამის გამო დააკავეს. იყო შეტაკებები ლგბტ ადამიანების უფლებათა დამცველებს და მათ მოწინააღმდეგეებს შორისაც. დემონსტრანტებს შორის იყო „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი და ლგბტ აქტივისტი, ელენა კოსტუჩენკოც: „სათათბიროსთან ფაშისტებიც მოვიდნენ. რამდენიმემ კვერცხები დაგვიშინა, სხვები ლოცულობდნენ. ერთ გოგონას ანტისეპტიკური ბრილიანტის მწვანე გადაასხეს. რამდენჯერმე სცადეს ჩვენზე თავდასხმა“. ფედერალური კანონი მსგავსია კანონების, რომლებიც უკვე მოქნედებს რუსეთის ცხრა რეგიონში. ამ კანონით აიკრძალება სექსუალურ უმცირესობათა მხარდასაჭერი ღია აქციების მოწყობა. ცალკეულ პირებს, რომლებსაც კანონის დარღვევა დაუმტკიცდებათ, 5000 რუბლის (165 დოლარის) გადახდა მოუწევთ, კომპანიებს - 500,000 რუბლის (165,000 დოლარის).
XS
SM
MD
LG