Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწია უზბეკეთის და ყირგიზეთის იზოლირებულ რაიონებამდე


უზბეკეთის საკვებით და ბენზინით დატვირთულმა მანქანებმა ყირგიზეთის საზღვარი გადაკვეთეს და მიაღწიეს უზბეკეთის ექსკლავებს - სოხს და შოხიმარდონს. ამ ექსკლავებს გარს ერტყმის ყირგიზეთის ბატკენის პროვინცია. უზბეკეთის ეს ორი ექსკლავი იზოლაციაში მოექცა მას შემდეგ, რაც სოხის მცხოვრებლებს, ძირითადად ეთნიკურ ტაჯიკებს, 5 და 6 იანვარს შეტაკებები მოუვიდათ ყირგიზეთის მესაზღვრეებთან, ახალ სასაზღვრო პოსტზე ელექტროგაყვანილობის დამონტაჟების გამო. ამავე დროს, დღესვე ყირგიზეთის ჰუმანიტარულმა დახმარებამ შესძლო შეღწევა ყირგიზეთის პატარა რაიონში, ბარაკში - რომელსაც უზბეკეთის ტერიტორია ერტყმის გარს. სოხში განვითარებულმა მოვლენებმა ბარაკის იზოლაციაც გამოიწვია. ორივე მხარის სატვირთო მანქანები საზღვარზე დღეების მანძილზე იყო გაჩერებული - სანამ ყირგიზეთის და უზბეკეთის ოფიციალური პირები ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პირობებზე მოილაპარაკებდნენ.
XS
SM
MD
LG