Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური


ჩეხეთში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე და საბოლოო ტური, რომელიც ორი დღის განმავლობაში გასტანს. მოქალაქეები არჩევანს აკეთებენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სოციალ-დემოკრატ მილოშ ზემანს და მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრს, ფისკალურ კონსერვატორ კარელ შვარცენბერგს შორის. სწორედ ამ პოლიტიკოსებმა მოიპოვეს პირველი ორი ადგილი 11 და 12 იანვარს გამართულ პირველ ტურში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩეხები პრეზიდენტს პირდაპირი გზით ირჩევენ. აქამდე პრეზიდენტს პოსტზე პარლამენტი ამტკიცებდა ხოლმე. გამარჯვებულს შაბათს საღამოს გამოაცხადებენ. მოქმედი პრეზიდენტი, ვაცლავ კლაუსი, წესის თანახმად პოსტს ორი ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ტოვებს. კლაუსმა ამ თანამდებობაზე ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ვაცლავ ჰაველი შეცვალა.
XS
SM
MD
LG