Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში აღნიშნეს ამბოხების მეორე წლისთავი, პოლიციას და დემონსტრანტებს შორის იყო შეტაკება


ეგვიპტეში მოქმედი ხელისუფლების მომხრეებმა და ოპონენტებმა აღნიშნეს მეორე წლისთავი ამბოხებისა, რომლითაც დასრულდა ვეტერანი ლიდერის, ჰოსნი მუბარაქის მმართველობა. აქციების მონაწილეთა და პოლიციას შორის მთელ ეგვიპტეში მოხდა შეტაკებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 100 მდე ადამიანი დაშავდა შეტაკებების დროს ორივე მხარეს. „ყველას მოვუწოდებ მონაწილეობა მიიღოს, ეგვიპტეში ყველგან გამოვიდეს და აჩვენოს, რომ რევოლუცია უნდა დასრულდესო“ - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მუჰამედ ელ-ბარადეიმ. ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტები შეიკრიბნენ კაიროს თაჰრირის მოედანზე - რომელიც 2011 წლის რევოლუციის აკვნად ითვლება - და პრეზიდენტის სასახლესთან. ხუთშაბათის გამოსვლაში პრეზიდენტმა თავის მომხრეებს მოუწოდა რევოლუციის მეორე წლისთავი აღნიშნონ „ცივილიზებული, მშვიდობიანი ფორმით“.
XS
SM
MD
LG