Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში სიკვდილით დასჯის განაჩენები სისხლიან შეტაკებებს იწვევს


ეგვიპტეში სასამართლომ 21 განსასჯელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ერთი წლის წინ, ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკებების გამო, რომლებსაც 74 ადამიანი ემსხვერპლა. სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამ შეხლა-შემოხლა გამოიწვია ქალაქ პორტ საიდის იმ ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელშიც მსჯავრდებულები იმყოფებიან. გავრცელებული ცნობებით, დღევანდელ ძალადობას სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი პოლიციელი. დაჭრილია 200-ზე მეტი პირი. 2012 წლის 1 თებერვალს შეტაკებები კაიროსა და პორტ საიდის საფეხბურთო კლუბებს შორის შემდგარი მატჩის შემდეგ დაიწყო. კიდევ 52 განსასჯელის განაჩენებს მარტში გამოაცხადებენ. ერთი დღით ადრე, პარასკევს, ეგვიპტეში აღნიშნეს მეორე წლისთავი რევოლუციისა, რომელმაც ვეტერანი ლიდერის, ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დამხობა მოიტანა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG