Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში საპროტესტო აქცია გაიმართა დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენების წინააღმდეგ


აზერბაიჯანის დედაქალაქში ასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოეხატა ცენტრალურ ქალაქ ისმაილიში ახლახან ჩატარებული საპროტესტო აქციების მიმართ. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, პოლიციამ აქციის 50-ზე მეტი წევრი დააკავა, მათ შორის ცნობილი ბლოგერი ემინ მილი, უფლებადამცველი მალაჰატ ნასიბოვა და გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა. დღევანდელი აქციის ორგანიზატორები ახალგაზრდა აქტივისტები იყვნენ. აქციის მიზანი იყო ისმაილიში დემონსტრანტების წინააღმდგეგ ძალის გამოყენების გაპროტესტება. ამ ეტაპოსთვის ბოლო საპროტესტო აქცია ისმაილიში 24 იანვარს გაიმართა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა და ათობით დემონსტრანტი დააკავა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ადგილობრივი მმართველის გადადგომას და იმ ათობით პირის განთავისუფლებას, რომლებიც გამოსვლების დროს დააკავეს.
XS
SM
MD
LG