Accessibility links

logo-print

პაკისტანში სულ მცირე 24 პირი ემსხვერპლა შეტაკებებს გასამხედროებულ დაჯგუფებებს შორის


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებული ცნობებით, ორ ისლამისტ გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეტაკებები მოხდა ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარე ხეობაზე კონტროლის დამყარების თაობაზე, რასაც სულ მცირე 24 ადამიანი შეეწირა. პაკისტანის ოფიციალური პირების ცნობით, სროლა პარასკევს დაიწყო - როცა ერთ-ერთმა დაჯგუფებემ, „თეჰრიქ-ე-თალიბან პაკისტანმა“ დაიკავა მეტოქე ჯგუფის, „ანსარულ ისლამის“ კონტროლის ქვეშ მოქმედი ბაზა ხუბერის რეგიონში. „ანსარულ ისლამის“ წევრებმა ბაზის დაბრუნება სცადეს. სროლა და შეტაკებები შაბათსაც გაგრძელდა. დაღუპულებს შორის უმეტესობა დაჯგუფებების წევრები იყვნენ, თუმცა ადგილობრივი თემის მოსახლეთა დაღუპვაზეც ვრცელდება ცნობები.
XS
SM
MD
LG