Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო აქცია დასრულებულია. ლაგოდეხი-თბილისის მაგისტრალზე მოძრაობა საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად აღდგა. აქციის მონაწილეთა ნაწილი მიღებული კომპენსაციის ოდენობას აპროტესტებდა, ნაწილის თქმით კი ისინი დაზარალებულთა სიებში საერთოდ ვერ მოხვდნენ. აქციის მონაწილეთა რაოდენობა 200-მდე იყო. აქციის მონაწილეებს გამგებლის მოადგილე, გიორგი ბიჭიაშვილი და ეკონომიკის სამსახურის უფროსი ზურაბ თანდილაშვილი შეხვდნენ და დახმარებას დაპირდნენ.
XS
SM
MD
LG