Accessibility links

logo-print

ცეზარ ჩოჩელს ბრალი წარედგინა


თბილისის საქალაქო სასამართლო მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორისთვის, ცეზარ ჩოჩელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. ჩოჩელს პროკურატურამ ბრალი სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის წაუყენა.
მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულად ცეზარ ჩოჩელი 2008 წლის თებერვლიდან მუშაობდა. მანამდე იგი საზოგადოებისთვის ძირითადად თავისი ბიზნეს-აქტივობებით იყო ცნობილი. თანამდებობა ცეზარ ჩოჩელმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 22 ნოემბერს დატოვა.
XS
SM
MD
LG