Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რამდენიმე საათში გამოცხადდება


ჩეხეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც გუშინ, პარასკევს დაიწყო. წინასწარი შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სოციალ-დემოკრატ მილოშ ზემანს და მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრს, ფისკალურ კონსერვატორ კარელ შვარცენბერგს შორის. სწორედ ამ პოლიტიკოსებმა მოიპოვეს პირველი ორი ადგილი 11 და 12 იანვარს გამართულ პირველ ტურში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩეხები პრეზიდენტს პირდაპირი გზით ირჩევენ. აქამდე პრეზიდენტს პოსტზე პარლამენტი ამტკიცებდა ხოლმე. მოქმედი პრეზიდენტი, ვაცლავ კლაუსი, წესის თანახმად პოსტს ორი ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ტოვებს. კლაუსმა ამ თანამდებობაზე ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ვაცლავ ჰაველი შეცვალა.
XS
SM
MD
LG