Accessibility links

logo-print

ჩეხეთის პრეზიდენტი მემარცხენე მილოშ ზემანია


ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკოსმა, ყოფილმა პრემიერმა მილოშ ზემანმა. მეორე ტურის ხმების დათვლის პროცესი თითქმის დასრულებულია. ზემანმა ხმების 54.8 პროცენტი მიიღო, მისმა მეტოქემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა და ფისკალურმა კონსერვატორმა, კარელ შვარცენბერგმა - 45.2 პროცენტი. ამომრჩევლის აქტივობა 59 პროცენტს გაუტოლდა. ზემანი პრეზიდენტის პოსტზე ვაცლავ კლაუსს შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობაზე ორი ვადის განმავლობაში მოღვაწეობდა. ჩეხეთის პრეზიდენტის როლი დიდწილად ცერემონიულია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩეხებმა პრეზიდენტი პირდაპირი გზით აირჩიეს. აქამდე პრეზიდენტს პოსტზე პარლამენტი ამტკიცებდა ხოლმე.
XS
SM
MD
LG