Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩოჩელს გირაო შეუფარდეს


სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დაკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორს, ცეზარ ჩოჩელს 200,000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ჩოჩელს პროკურატურამ ბრალი სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის წაუყენა. მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულად ცეზარ ჩოჩელი 2008 წლის თებერვლიდან მუშაობდა. მანამდე იგი საზოგადოებისთვის ძირითადად თავისი ბიზნეს-აქტივობებით იყო ცნობილი. თანამდებობა ცეზარ ჩოჩელმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 22 ნოემბერს დატოვა.
XS
SM
MD
LG