Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ქალაქ კუნდუზში თვითმკვლელის თავდასხმას 10 პოლიციელი შეეწირა


ადგილობრივი ოფიციალური პირებით თქმით, სულ მცირე 10 პოლიციელი ემსხვერპლა ავღანეთის ჩრდილოაღმოსავლეთ ქალაქ კუნდუზში, თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას. დაღუპულებს შორის არიან პროვინციის კონტრ-ტერორისტული განყოფილების ხელმძღვანელი და რეგიონის საგზაო პოლიციის უფროსი. ოფიციალური პირების თქმით, დაჭრილია კიდევ 18 პირი, როგორც პოლიციელები, ისე რიგითი მოქალაქეები. თვითმკვლელმა მოიერიშემ, რომელიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, თავი ქალაქის ხალხმრავალ ადგილას აიფეთქა. ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. დღეს უფრო ადრე აღმოსავლეთში მდებარე ღაზნის პროვინციის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ცნობა თვითმკვლელის მიერ მოწყობილ თავდასხმაზე, რომელსაც ერთი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი ემსხვერპლნენ. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი.
XS
SM
MD
LG