Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში პოლიციამ სამგლოვიარო პროცესიაზე ცრემლმდენი გაზი გაუშვა


ეგვიპტის ქალაქ პორტ საიდში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტებს შორის შეტაკებების აღკვეთის მიზნით. არის ცნობები რამდენიმე გასროლის შესახებაც, რამაც დემონსტრანტებს გაქცევისკენ უბიძგა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინციდენტის დროს მოქალაქეები სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობდნენ - კრძალავდნენ რამდენიმეს იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც შაბათს ემსხვერპლნენ ძალადობას. შაბათს გამოსვლები მას შემდეგ დაწყო, რაც კაიროს სასამართლომ 21 კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ერთი წლის წინ, ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკებების გამო, რომლებსაც 74 ადამიანი ემსხვერპლა. ასევე შაბათს კაიროს თაჰრირის მოედანზე გაგრძელდა შეტაკებები პოლიციას და დემონსტრანტებს შორის. ისლამისტი პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის ოპონენტები აქციებით აღნიშნავენ მეორე წლისთავს იმ ამბოხებისა, რომელმაც ვეტერანი ლიდერის, ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დამხობა მოიტანა. სართო ჯამში, პარასკევის შემდეგ ეგვიპტეში დემონსტრაციებთან დაკავშირებულ ძალადობას 48 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG