Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო აღნიშნავს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს


დღეს მსოფლიო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. 1945 წლის 27 იანვარი იყო ის დღე, როცა საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე ოსვენციმ-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი, რომელსაც გერმანელი ნაცისტები ამუშავებდნენ. წელს ამ დღის აღნიშვნას გასდევს ლოზუნგი - „გადარჩენა ჰოლოკოსტის პირობებში: გამბედაობა თანაგრძნობისთვის“ და განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე ებრაელები და სხვები იხსნეს ნაცისტების ხელში სიკვდილისგან. გავრცელებულ განცხადებაში გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი წერს, რომ მასობრივი განადგურებისგან ებრაელების და სხვების გადამრჩენელი ადამიანების მაგალითმა დღევანდელი მოქალაქეები უნდა შთააგონოს უკეთესი მსოფლიოსთვის ბრძოლის გზაზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლეონიდ კოჟარა - რომელიც ეუთოს მორიგე თავმჯდომარეა - გამოვიდა მოწოდებით „გაძლიერებული ენერგიით ვიბრძოლოთ შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციის და სიძულვილის დანაშაულების წინააღმდეგ“. ჰოლოკოსტს 6 მილიონამდე ევროპელი ებრაელი ბავშვი, ქალი და კაცი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG