Accessibility links

logo-print

თეირანი კრძალავს ევროკავშირში ენერგიის ექსპორტს


გავრცელებული ცნობებით, ირანმა ოფიციალურად აკრძალა ევროკავშირში ნავთობის და გაზის ყველა სახის ექსპორტი. როგორც ნავთობის სამინისტროს პრეს-მდივანმა, ნიკზად რაჰბარმა განუცხადა ნახევრად ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „მეჰრს“, აკრძალვა ძალაში იქნება მანამდე, სანამ ევროკავშირი გააგრძელებს „მტრული გადაწყვეტილებების“ მიღებას. როგორც ვარაუდობენ, ირანის მხრიდან ამოქმედებული აკრძალვა 27 წევრიან ევროკავშირზე არ იმოქმედებს, რადგან ევროკავშირს თავად აქვს გამოცხადებული ბოიკოტი ირანის ენერგიისთვის. ეს ბოიკოტი ნაწილია იმ სანქციებისა, რომლებიც ირანს კამათის საგნად ქცეული ბირთვული პროგრამის გამო დაუწესდა. ევროკავშირმა ეს აკრძალვა შარშან შემოიღო. მანამდე ირანის ნავთობისა და გაზის ექსპორტის 18 პროცენტამდე მოდიოდა ევროკავშირში გაყიდვებზე. აშშ და სხვა ბევრი ქვეყანა შიშობენ, რომ ირანი ატომური იარაღის შექმნას ცდილობს. თავად ირანი კი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG